Skip to main content

ფიზიკის ამოცანების ამოხსნის უნარ-ჩვევების გაუმჯობესების გზები მე-8 კლასში

საკუთარი პედაგოგიური კვლევის ანგარიში მაია თელიაშვილი

სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის ქ.ვალის N2 საჯარო სკოლის ფიზიკის
პედაგოგი

სარჩევი

შესავალი..............................................................................................................................................3
საკვლევი საკითხის მიმოხილვა ................................................................................................................... 4
ლიტერატურის მიმოხილვა .......................................................................................................................... 5
კვლევის მთავარი კითხვა ............................................................................................................................ 12
კვლევის მიზნები და ამოცანები ................................................................................................................. 13
ამოცანები: .................................................................................................................................................. 13
სამიზნე ჯგუფი: ........................................................................................................................................ 13
კვლევის მეთოდები ...................................................................................................................................... 13
კვლევის დროის გეგმა .................................................................................................................................. 15
კვლევის შედეგები და ანალიზი ................................................................................................................. 16
კვლევის ძირითადი დასკვნები .................................................................................................................. 19
კვლევის მიგნებები .................................................................................................................................. 20
ინტერვენციების აღწერა .............................................................................................................................. 20
ინტერვენციების შეფასება ........................................................................................................................... 22
რეკომენდაციები ....................................................................................................................................... 24
დასკვნა............................................................................................................................................................ 25
ბიბლიოგრაფია .............................................................................................................................................. 26
რეფლექსია ..................................................................................................................................................... 37





ფიზიკის ამოცანების ამოხსნის უნარ-ჩვევების გაუმჯობესების გზები მე-8 კლასში




/საკუთარი პედაგოგიური კვლევის ანგარიში/




შესავალი


სასაკოლო განათლების სისტემას პიროვნებასა და საზოგადოების განვითარებაში უმნიშვნელოვანესი როლი აკისრია.სკოლას შეუძლია განსაზღვროს ადამიანის შემდგომი სწავლის, დასაქმების და განვითარების, საზოგადოებასა და ეკონომიკაში დამკვიდრებასა და თვითრეალიზების შესაძლებლობები და ამ გზით შექმნას მყარი ფუნდამენტი ეკონომიკური ზრდის და საზოგადოებრივი სტაბილურობის მისაღწევად.


სააზროვნო უნარ- ჩვევების განვითარება ეროვნული სასწავლო გეგმის ერთ -ერთი უმთავრესი მიზანია. ბოლო წლებში საგანმანათლებლო სივრცეში სულ უფრო მეტად საუბრობენ რთული სააზროვნო უნარ-ჩვევების კრიტიკულ, შემოქმედებით და რეფლექსური აზროვნების სწავლებაზე.


დღეს საქართველოში მოქმედ სკოლებს მოსწავლის სწავლის შედეგებს ეროვნული სასწავლო გეგმა უდგენს,როგორც საგნობრივი ასევე გამჭოლი კომპეტენციის სახით. სავალდებულო ცხრა კლასის, ან სრული ზოგადი განათლების მიღების შემდეგ მოსწავლე აღჭურვილი უნდა იყოს შეასაბამისი ცოდნით ,უნარებით და კომპეტენციით.


საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლების მიზანია, მოსაწავლეს განუვითაროს კვლევა-ძიების უნარ-ჩვევები.


ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით საბაზო საკოლაში მოსწავლე ეცნობა სამყაროს უნივერსალურ კანონებს, სხვადასხვა მოდელის გამოყენებით ცდილობს მოვლენათა ახსნას,მოვლენების აღწერას თვისებრივად და რაოდენობრივად.ეცნობა ყოველდღიურ ცხოვრებაში მათ გამოყენების მაგალითებს.


სასწავლო პროცესზე დაკვირვებამ და არსებულმა გამოცდილებამ, ასევე ჩატარებული ტესტირების შედეგებით ღმოჩნდა ,რომ VIII კლასის მოსწავლეებს ფიზიკის ამოცანების ამოხსნა უჭირთ.ასევე უჭირთ შეძენილი ცოდნის ტრანსფერი, გარდაქმნა და გამოყენება პრაქტიკაში.


საკვლევი საკითხის მიმოხილვა



ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად საბაზო საფეხურზე იწყებს მოსწავლე საბუნებისმეტყველო მეცნიერებების შესწავლას,კერძოდ მე-7 კლასში ბიოლოგიის,ფიზიკის,ქიმიის საფუძვლების ინტეგრირებული კურსია,ხოლო ცალკე საგნად ფიზიკის სწავლება იწყება მე-8 კლასში.


საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში საბუნებისმეტყველო საგნებს, განსაკუთრებით ფიზიკის ხარისხიანი სწავლა-სწავლებას ბევრი ფაქტორი უშლის ხელს. მათგან ერთ-ერთი უმთავრესია ამოცანებზე მუშაობის აუცლებლობისა და მნიშვნელობის გაუცნობიერებლობა და შესაბამისად ნაკლები მოთხოვნა ამ ტიპის სასწავლო რესურსზე.


საგნის სპეციფიკა ისეთია, რომ ამოცანების ამოხსნის გარეშე, თეორიული მასალის უბრალოდ დამახსოვრებაც კი შეუძლებელია,რადგან ამოცანებზე მუშაობა უზრუნველყოფს ინფორმაციის გაგებას, გამყარება-განმტკიცებას, შემოწმებას და საბოლოო ჯამში საკითხის შესწავლას.


ჩემ მიერ ჩატარებული პრაქტიკული კვლევა გამომდინარეობს მე-8 კლასის საჭიროებიდან. სასწავლო პროცესმა და დაკვირვებამ მიჩვენა ,რომ მიუხედავად იმისა რომ მოსწავლეებს გააჩნიათ თეორიული ცოდნა, უჭირთ ინფორმაციის შენახვა და გამოყენება პრაქტიკულად, რაც გამოიხატება შემაჯამებელის,ტესტური დავალებების, გამოცდის დაბალი შედეგებით.


პრაქტიკული კვლევა ჩავატარე სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის ქ.ვალის #2 საჯარო სკოლაში მე-8 კლასში.კლასში 13 მოსწავლეა.გავესაუბრე მათემატიკის,ქიმიის მასწავლებლებს. გასაუბრების შემდეგ გამოიკვეთა, რომ მოსწავლეებს თეორიული მასალის ტრანსფერი უჭირთ ამ საგნებშიც.


ჩემი პედაგოგიური კვლევა საშუალებას მომცემს, კიდევ უფრო მეტად გავიზარდო პროფესიულ საქმიანობაში.უფრო მეტად ჩავუღრმავდე პრობლემას,ვეძიო მისი


გამომწვევი მიზეზები და დავგეგმო ინტერვენციები პრობლემის გადაჭრისათვის.მივიღო მოსწავლეთა მიღწევების მაღალი შედეგი.კვლევის პროცესი ჩემ პედაგოგიურ საქმიანობას კიდევ უფრო საინტერესოს და ნაყოფიერს ხდის.აღნიშნული კვლევა ვფიქრობ მოკრძალებულ წვლილს შეიტანს ჩემი სკოლის სასწავლო პროცესის სრულყოფაში.ჩემი კვლევის შედეგად მიღებული მიგნებებს და მეთოდებს გამოიყენებენსხვა მასწავლებლებიც.თითოეული მოსწავლის მიღწევები კიღირსებისა და სრულფასოვნების გრძნობას გააძლიერებს მათში,ეს ვფიქრობ ერთი წარმატებული ნაბიჯი იქნება იმისათვის,რომ ჩემმა სკოლამ ღირსეული მომავალი აღუზარდოს ქვეყანას.

ლიტერატურის მიმოხილვა

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა სწავლების გაუმჯობესებისა და პროფესიული განვითარების ერთ-ერთი ეფექტური სტრატეგიაა. იგი გულისხმობს მასწავლებლის მიერ სწავლას წავლებისა და სასკოლო სიტუაციასთან დაკავშირებული საკითხების შესწავლას.


სასწავლოპროცესის შედეგების სისტემური კონტროლი საშუალებას აძლევს პედაგოგს იკვლიოს საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკა. საკვლევი საკითხის უკეთ გააზრებაში,ინტერვენციებისა და რეკომენდაციების სწორედ წარმართვაში დამეხმარა პედაგოგიური და ფსიქოლოგიური ლიტერატურის გაცნობა.სანამ კვლევას დავიწყებდი კარგად შევისწავლე ის ეტაპები,რაც საჭირო იყო პედაგოგიური კვლევისთვის,ამაში დამეხმარა გზამკვლევი ,,მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი( მ.ბოჭორიშვილიმ. ინასარიზე 2014),ასევე ჟურნალ ,,მასწავლებელში“ გამოქვეყნებული სტატია ,,როგორ წავმართო პედაგოგიური კვლევები“ (ს.ლობჟანიძე 3მაისი 2012).

სწავლის სწავლა ძირითადი ცნებაა თანამედროვე სასკოლო განათლების კონცეფციაში,მისი არსი მოსწავლის, როგორც სამყაროს აქტიური შემმეცნებლისა და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიმღები სუბიექტის ჩამოყალიბებაში მდგომარეობს. სწავლის სწავლის შეფასება გულისხობს მოსწავლეში ისეთი ბაზისური, სასიცოცხლო უნარ-ჩვევების განვითარებას,რომელთა საშუალებითაც ის შეძლებს სპეციფიკურ კონკრეტულ ცოდნაზე დაყრდნობით სრულიად ახალი ამოცანების გადაჭრას ანუ მიღებული ცოდნის ცხოვრებაში გამოყენებას. (ეროვნული სასწავლო გეგემებისა და შეფასების ცენტრის კვლევები 2008).


პედაგოგიური- ფსიქოლოგიური ლიტერატურის ანალიზი გვიჩვენებს, რომ მოსწავლის დამოუკიდებელი აზროვნების განვითარების ,,რთული“ ცნების გასარკვევად აუცილებელია ცალ-ცალკე განისაზღვროს ,,აზროვნების“, ,,დამოუკიდებლობისა“ და

,,განვითარების“ ცნებები. აზროვნება ყოველთვის არის ამოცანების ამოხსნა,რომელიც გაშუალებულია უკვე მიღწეული ცოდნით და ხორციელდება მათგან ამა თუ იმ დასკვნების გამოტანით, ეს აზროვნების ერთ-ერთი დამახასიათებელი განსაკუთრებულობაა, რაც მასგან ასხვავებს სხვა შემეცნებითი პროცესებისაგან. აზროვნების არსების ერთ-ერთგან მსაზღვრელი ნიშანი ,,ამოცანის ამოხსნაა“ და ამით თვით აზროვნების გასაგებად აუცილებელია ,,ამოცანის“ ცნების გაგება (პედაგოგიური და მეთოდური შრომებიო.ხაზარაძე 2004).


ფიზიკის სწავლების განუყოფელი ნაწილია ამოცანის ამოხსნა.იგი სწავლების მიზანიცაა და მეთოდიც. ამოცანების ამოხსნის გარეშე შეუძლებელია დამოუკიდებელი, შემოქმედებითი აზროვნების განვითარება შეგნებული,მტკიცე ცოდნის შეძენა და მისი პრაქტიკული გამოყენების უნარ-ჩვევების გამომუშავება(ფიზიკის ამოცანების ამოხსნის მეთოდი კათხაზარაძე 2003).


სააზროვნო უნარ-ჩვევების განვითარება ეროვნულის სასწავლო გეგმის მნიშვნელოვანი მიზანია.რთული სააზროვნო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება გულისხმობს მოსწავლეებში კრიტიკული,შემოქმედებითი და რეფლექსიური აზროვნების განვითარებას. აზროვნების ამოქმედების დროს მოსწავლე ნასწავლ მასალას კი არ იზეპირებს ,არამედ

იაზრებს,რაც ხდის მას უფრო გამჭრიახს და მისი აქტიურობა სასწავლო პროცესში იზრდება.


დ. პერკინსის ეფექტური სწავლების პრინციპების ცოდნა და სწავლა-სწავლების პროცესში მათი გათვალისწინება გვეხმარება მოსწავლეებში მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებაში. დ. პერკინსის აზრით, განათლების მთავარი მიზანი უნდა იყოს მიღებული ცოდნის შენარჩუნება, მისი კარგად გაგება -გააზრება და ცოდნის აქტიური გამოყენება. განათლების მეცნიერებაში მიღებულია აზრი,რომ მოსწავლეები ჯერ იძენენ ცოდნას და შემდეგ იწყებენ ფიქრს,ხოლო პერკინსის აზრით მოსწავლეები მაშინ იძენენ ცოდნას, როცა სწავლის პროცესში ხდება მისი გააზრება,მაშასადამე


,,აზროვნება კი არ მოსდევს ცოდნას, არამედ ცოდნა მოსდევს აზროვნებას“.(განვითარებისა და სწავლის თეორიები .მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი 2008).


ინტერაქტიული სწავლება არის თანამედროვე საგანმანათლებლო სისტემა,რომელიც ეყრდნობა მასწავლებლისა და მოსწავლის ახალი როლების ძიებასა და ჰუმანიზმის პრინციპებს.ის მიზნად ისახავს მოსწავლეზე ორიენტირებულ სასწავლო პროცესს,სადაც გათვალისწინებულია მისი ინტერესები და მოთხოვნები. ამ დროს ორიენტირებული ხდება არა მარტო მზა ცოდნა არამედ უნარ-ჩვევების გამომუშავება.


სწავლების პროცესისადმი ეს მიდგომა ეყრდნობა-კონსტრუქტივიზმს. კონსტრუქტივიზმის ძირითადი იდეა იმაში მდგომარეობს,რომ ვასწავლოთ მოსწავლეებს ძველი და ახალი ცოდნის შედარების მეშვეობით,ახალი ინფორმაციის შეგროვება,დასკვნების დამოუკიდებლად აზროვნება,ცოდნის კონსტრუირება-შენება.ამ დროს მასწავლებელი არის ამ პროცესი დამგეგმავი,წარმმართველი,შემფასებელი და ხელისშემწყობი.


ბოლო წლებში საგანმანათლებლო სივრცეში სულ უფრო მეტად საუბრობენ რთული სააზროვნო უნარ-ჩვევების,კრიტიკული, შემოქმედებითი და რეფლექსური აზროვნების სწავლებაზე.





ბენჯამენ ბლუმმა და მისმა კოლეგებმა შეიმუშავეს ტაქსონომია,ანუ კლასიფიკაციის სისტემა განათლების მიზნებისათვის. ბლუმის ტაქსონომია ადამიანის აქტივობის სამ სფეროს აღწერს:


კოგნიტურს(შემეცნებითს):ინტელექტუალური შესაძლებლობები,ცოდნა,აზროვნება


აფექტურს(ემოციურს):გრძნობები, ემოციები,განწყობები


ფსიქომოტორულს:უნარ-ჩვევები.


სამივე სფეროში კატეგორიები დაყოფილია იერარქებად სირთულის მიხედვით. ბლუმის ტაქსონომიის მიხედვით ყოველ შემდეგ საფეხურზე გადასვლა შესაძლებელია მხოლოდ წინა კატეგორიის შესაბამისი ჩვევების დაუფლების შემდეგ,ამგვარად ყოველი სფეროს ფარგლებში გამოიყოფა განვითარების დონეები მარტივიდან რთულისაკენ. ბლუმის მიხედვით განათლების მიზანია არა მხოლოდ ცოდნის დაგროვება, არამედ მაღალი დონის აზროვნების ფორმების ჩამოყალიბება.


ბლუმის სააზროვნო უნარების კლასიფიკაცია სქემატურად შემდეგი სახით შეიძლება წარმოვიდგინოთ:






















ცოდნას, გაგებას და გამოყენებას შეიძლება ვუწოდოთ აზროვნების ქვედა (დაბალი) დონის სააზროვნო უნარები,ხოლო ანალიზს, სინთეზს და შეფასებას -ზედა (მაღალი) დონის საააზროვნო უნარები.


პედაგოგს ბლუმის ტაქსონომიის ცოდნა ეხმარება:


სუფთა რეპროდუქტული მიღწევები განასხვაონ კოგნიტური მიღწევებისაგან.


გაკვეთილები (თემები) შეგნებულად დაიგეგმოს სირთულის მზარდი ხარისხით.


გადაამოწმოს განსაზღვრული არსებული ცოდნა შესაბამის მიზნებისათვის გამოდგება თუ არა.(მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი 2016).


ფიზიკის ამოცანის ამოხსნა უპირველესად აზროვნრბის პროცესია,ამიტომ იგი ეფუძნება აზროვნების ოპერაციებს, მეოთდებს: ანალიზი,სინთეზი,აბსტრაქცია(განყენება),განზოგადება,ინდუქცია,დედუქცია. მათ გარეშე ლოგიკური ფიზიკური აზროვნება შეუძლებელია.ამოხსნის მეთოდი, თავის მხრივ მეთოდური ხერხების სახით ხორციელდება. მოსწავლის ინტუიცია, ალღო ფიზიკის ამოცანის ამოხსნისას გამორჩეულ როლს ასრულებს. ცნობილი ფიზიკოსი დირაკის აზრით: ,,მე ვთვლი, რომ გავიგე განტოლების არსი,თუ შემიძლია წარმოვიდგინო მისი ზოგადი ამონახსნის სახე უშუალო ამოხსნის გარეშე“.(თ. ხაზარაძე ამოცანების ამოხსნის მეთოდიკა 2003).


ინტუიცია არის ჭეშმარიტების წვდომა უშუალოდ დასაბუთების გარეშე.შემეცნება ყოველთვის არ მიმდინარეობს ლოგიკურად და დასაბუთების გზით.ადამიანი ამჟღავნებს აზრობრივი წვდომის უნარს,რაც წინასწარხედვაში ვლინდება.ფიზიკური ინტუიცია ,,რაღაც არაზუსტი,განუსაზღვრელი და აბსოლუტურად არამათემატიკურია,მაგრამ ფიზიკოსისათვის -სრულიად აუცილებელი“-ასეთია გამოჩენილი ფიზიკოსის ფეინმანის აზრი.


ბევრი მკვლევარი საუბრობს იმაზეც ,რომ თანამშრომლობითი სწავლა მოსწავლის სოციალურ და პიროვნულ განვითარებას უწყობს ხელს. თანამშრომლობითი სწავლებით


კომუნიკაციის, მოსმენის და გადაწყვეტილების მიღების უნარ-ჩვევების გარდა





მოსწავლეები სტრესისა და ემოციების მართვასაც სწავლობენ,რაც დღეს უაღრესად მნიშვნელოვანია პირად და პროფესიულ ცხოვრებაში.


თანამშრომლობითი სწავლის სფეროში გამოკვეთილი სპეციალისტების,დევიდ ჯონსონისა და როჯერ ჯონსონის(1999) მიხედვით ამ მეთოდის განმსაზღვრელი ხუთი ელემენტი არსებობს.ესენია:


პოზიტიური ურთიერთდამოკიდებულება ურთიერთგამხნევება(ერთმანეთის დახმარება სწავლაში,ურთიერთგამხნევება და წახალისება).


ინდივიდუალური და ჯგუფური ანგარიშვალდებულება(თითოეული ჯგუფის წევრს აქვს საკუთარი ვალდებულებები და ამ ვალდებულებების შესრულებით,შესაძლებელი ხდება ჯგუფის საერთო მიზნის მიღწევა).


ინტერპერსონალურიდა პატარა ჯგუფში მუშაობის უნარები(კომუნიკაცია,ნდობა,ლიდერობა,გადაწყვეტილებების მიღება და კონფლიქტების მოგვარება).


ჯგუფის წინსვლა(დაკვირვება იმაზე,თუ როგორ მუშაობს გუნდი და რაღონისძიებები უნდა გატარდეს იმისათვის,რომ გუნდის მუშაობა გაუმჯობესდეს.(ეფექტური სწავლება სკოლაში: 103).


სამეცნიერო პრაქტიკები წარმოადგენს იმ უნარებისა და ცოდნის ერთობლიობას,რომელსაც მოსწავლე უნდა დაეუფლოს საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებისას,სამეცნიერო პრაქტიკები არის ერთგვარი ორიენტირი მასწავლებლისათვის,რომელმაც თითოეული გაკვეთილის შინარსი უნდა გაითვალისწინოს და შესთავაზოს მოსწავლეებს ერთი ან მეტი სამეცნიერო პრაქტიკის განხორციელება.


სამეცნიერო პრაქტიკები ეფუძნება რეალურ სამეცნიერო პროცესს და მოიცავს მეცნიერული მუშაობის კომპონენტებს,ისინი უზრუნველყოფს კვლევისა და პრობლმის გადაჭრის უნარ-ჩვევების განვითარებას,ეხმარება მოსწავლეებს,დაუკავშირონ საგნის სწავლისას მიღებული ცოდნა რეალურ ცხოვრებას და ყოველდღიური ყოფით


სიტუაციებს.





სხვადასხვა მოსაზრებები არსებობს თანამედროვე მეცნიერებაში ,,სამეცნიერო მეთოდის“ თავისებურებების შესახებ (ტერმინის ,,მეცნიერება“ ქვეშმოისაზრება საბუნებისმეტყველო და ტექნიკური მეცნიერებები). მაგალითად


სამეცნიერო მუშაობა მოითხოვს დიდ შემოქმედებით აქტიურობას.


ცოდნა იმისა,თუ რა არის ,რა შეუძლია,ან არ შეუძლია მეცნიერებას,მნიშვნელოვანია ნებისმიერი განათლებული ადამიანისთვის.


მეცნიერებამ ახსნა სამყაროს მრავალი ,,საოცრება“.


მოქმედი მეცნიერების მიზანია გამოსცადონ, დაადასტურონ ან უარყონ შესაძლო თეორიები.


,,სამეცნიერო მეთოდი“ მოიცავს ერთი და იგივე ეტაპებს ერთი და იგივე თანმიმდევრობას საკვლევი კითხვის შემთხვევაში.


მაღალი სააზროვნო უნარ-ჩვევების ფიზიკის სწავლების სამი მეთოდის გამოყოფა შეიძლება:


1. სწავლება,, ვებ-ძიების საშუალებით“,რომელიც ეფუძნება სწავლის კონსტრუქტივისტულ მიდგომას,აწვდის მოსწავლეს დავალებას,რომლითაც აძლევს საშუალებას გამოიყენოს და მაშასადამე, განივითაროს შემოქმედობითობისა და პრობლემის გადაჭრის უნარები.


2. სწავლება,, ვირტუალური ლაბორატორიის“ გამოყენებით. ვირტუალური ლაბორატორია-რეალურ დროში ჩატარებული ექსპერიმენტის ვირტუალურ სივრცეში გადატანაა.ეს მეთოდი ხელს უწყობს მოსწავლის მიერ ახალი ცოდნის აგებას საინტერესო და სახალისო გარემოში,ზრდის მოსწავლეთა მოტივაციას,აადვილებს ცოდნის შეძენას რთული საკითხების შემთხვევაში.


3. სწავლება ,,მოდელების“ საშუალებით.მანიპულატივები უზრუნველყოფს მოსწავლის ჩართვას საგნის პრაქტიკულ შესწავლაში.მოსწავლე ,,საკუთარი ხელებით“ აგებს ცოდნას. ის აძლევს მოსწავლეს გაცნობიერებული,დინამიური, სახალისო სწავლის საშუალებას.(მასწავლებელთა პროფესიული განვითრების ცენტრი2017)


კვლევის მთავარი კითხვა




რატომ უჭირთ მე-8 კლასის მოსწავლეებს ფიზიკის ამოცანების ამოხსნა.


მთავარ კითხვაში აღნიშნული პრობლემის დადგენაში დამეხმარა შემდეგ ქვეკითხვებზე პასუხის გაცემა:


რისი სწავლაა მნიშვნელოვანი ფიზიკაში და რაში გვადგება შეძენილი ცოდნა.


რა დაეხმარება მათ ფიზიკის ამოცანების ამოხსნის დროს წამოჭრილი პრობლემების გადაჭრაში.


ხომ არ მდგომარეობს პრობლემის მიზეზები მათი პიროვნული თვისებებსა და ზოგადად,სწავლისთვის შესაბამისი უნარ-ჩვევების არ ქონაში.


რა ინტერენტერესები აქვთ მოსწავლეებს, როგორ მოვახდინოთ საგაკვეთილო პროცესის მოსწავლეთა ინტერესებზე მორგება.


შეესაბამება თუ არა დავალებები მათ ინტერესებს,საჭიროებებს.


რამდენ ხანს ანდომებენ სახლში ფიზიკის სწავლას.


როგორი გაკვეთილები იქნება მათთვის საინტერესო და სახალისო.


რა გავლენას ახდენს სწავლების მრავალფეროვანი სტრატეგიების გამოყენება მოსწავლეთა ჩართულობაზე.


კვლევის მიზნები და ამოცანები



1. ფიზიკის ამოცანების სწავლის უნარ- ჩვევების გაუმჯობესება მე-8 კლასში.


2. ფიზიკური აზროვნების, ალღოსა დაზოგადი მეთოდების უნარ-ჩვევების გამომუშავება.




ამოცანები:


მოსწავლეებში კრიტიკული, შემოქმედებითი და რეფლექსური აზროვნების განვითარება, რომ მოსწავლემ შეძლოს ნასწავლი მასალის გააზრება და მისი გამოყენება.


რთურთული სააზროვნო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება;


მეტაგოგნიტური უნარების განვითარება და სწავლის ეფექტიანი სტრატეგიები.


სამიზნე ჯგუფი: მე-8 კლასის მოსწავლეები და მშობლები.

კვლევის მეთოდები


კვლევის მონაცემთა შეგროვების მიზნით გამოვიყენე რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევის მეთოდები.ამ ტიპის მეთოდებით კვლევამ შესაძლებლობა მომცა მეტად რელევანტურად გამომეკვეთა მნიშვნელოვანი ასპექტები. კვლევის სანდოობის გაზრდის მიზნით მონაცემთა შეგროვების მეთოდებად გამოვიყენე თვისებრივი კვლევის ინსტრუმენტებიდან დაკვირვება, ფოკუსჯგუფი, კითხვარი.რაოდენობრივი კვლევის ინსტრუმენტებიდან გამოვიყენე წერილობითი გამოკითხვა.


ფოკუსჯგუფის საშუალებით მქონდა ინტერვიუ მშობლებთან.მონაწილეობა ფოკუსჯგუფში მიიღო მე-8 კლასის 8 მშობელმა.ფოკუსჯგუფის მიზანი იყო მშობლების დამოკიდებულების გაგება მოსწავლის, ფიზიკის საგნის სწავლა-სწავლების შესახებ.,რაც დამეხმარა შემდეგ კვლევის სწორად წარმართვაში.ფოკუსჯგუფთან შეხვედრა მქონდა სასწავლო წლის დასაწყისში. თუმცა დრო გამიგრძელდა ერთი თვე თითქმის,საბოლოოდ შედეგი მაინც მივიღე.ფოკუსჯგუფის დროს ყველა მონაწილეს ჰქონდა აზრის თავისუფალად და სრულად გამოთქმის საშუალება.წინასწარ შემუშავებული მქონდა კითხვები ფოკუსჯგუფისათვის.(დანართი1).


ფოკუსჯგუფის დროს წარმოიქმნა დისკუსია,გამოვლინდა რესპოდენტების დამოკიდებულება ფიზიკის საგნის სწავლების პრობლემებისადმი,გამოვლინდა ასევე მათი ფსიქოლოგიური და ემოციური შეფასებები. გაირკვა,რომ მშობლების დიდი ნაწილი ფიქრობს,ფიზიკის სწავლას განსაკუთრებული ნიჭი სჭირდება. გამოიკვეთა ისიც რომ ფიზიკის სწავლა ბიჭებს უფრო სჭირდებათ ვიდრე გოგონებს და მთავარი რაც ინტერვიუდან გაირკვა მშობლების უმრავლესობამ თქვა,რომ შვილს ვერ ეხმარება ფიზიკის სწავლაში საგნის სირთულიდან გამომდინარე,რადგან თვითონაც არ გააჩნიათ საკმარისი განათლება ამ საგანში. გავარკვიე ასევე ,რომ მოსწავლეები ნაკლებ დროს უთმობენ სახლში საგნის მომზადებას, არ სარგებლობენ სხვა რესურსებით გარდა სკოლის სახელმძღვანელოსი.


შემდეგი ეტაპი კვლევის იყო სამიზნე ჯგუფი-მოსწავლეები.ამ ეტაპზე გამოვიყენე თვისებრივი კვლევის მეთოდი-დაკვირვება და რაოდენობრივი კვლევის მეთოდი- წერილობითი გამოკითხვა ,ანუ ანკეტირება.


დაკვირვება სამი ეტაპს მოიცავს: აღწერითს, ფოკუსირებულს და შერჩევითს.


აღწერითი დაკვირვებისას დავაკვირდი კლასს ,როგორ სწავლობდნენ ფიზიკის თეორიულ მასალას,დაკვირვებას ვახდენდი განსაკუთრებით თეორიული მასალის ახსნის დროს. დაკვირვების დროს პარალელურად ვიყენებდი გასასვლელ ბილეთებს, რადგან გამეგო რამდენად კარგად გაიგეს თემა. ამ დაკვირვებამ შესაძლებლობა მომცა


შემდეგში რაზე გამეკეთებინა ფოკუსირება .(დანართი 2)

ფოკუსირებული დაკვირვების ეტაპზე დავაკვირდი ჯგუფებს და წყვილებს,როგორ ჰქონდათ დამახსოვრებული თეორიული მასალა და როგორ იყენებდნენ მას.


ამ ეტაპის შემდეგ შერჩევითი დაკვირვებისას, კიდევ უფრო შევავიწროვე დაკვირვების სფერო და ვაკვირდებოდი რა უჭირდათ მოსწავლეებ: ამოცანების გააზრება, მონაცემების დაწერა, თუ რაოდენობრივად ამოხსნა.შერჩევით დაკვირვებას ვახდენდი იმ თემების დამთავრების დროს, როდესაც შეჯამებისას საჭირო იყო რაოდენობრივი ამოცანების ამოხსნა,შემაჯამებელი წერის წინა ვარჯიშის დროს. დაკვირვებას ვახდენდი პირველი სემესტრის განმავლობაში.სემესტრის ბოლოს დაკვირვების საფუძველზე შევადგინე კითხვარი.რაოდენობრივი კვლევის მეთოდით მოვახდინე წერილობითი გამოკითხვა ანუ ანკეტირება.გამოვიყენე დახურული ტიპის ანკეტა, სადაც კითხვას თან ახლდა პასუხების შესაძლო ვარიანტები. ამ კითხვარით მინდოდა გამერკვია რამდენად საჭიროდ თვლიდნენ მოსწავლეები ფიზიკის საგანს,როგორი იყო მათი თვითშეფასება ამ საგანში და მაინტერესებდა რამდენად იცოდნენ და იცავდნენ ფიზიკის ამოცანის ამოხსნის ეტაპებს. (დანართი3)


კვლევის დროის გეგმა



აქტივობა


ოქტ


ნოემბ


დეკემბ


იანვ


თებ


მარტ


აპრ


მაის


ივნ



1.


საკვლევი თემის შერჩევა






































2.


ლიტერატურის


მიმოხილვა

































3.


პრობლემის და მისი გამომწვევი მიზეზების იდენტიფიცირება


(ჰიპოთეზები)





































4.


კვლევის მეთოდებისა და















































ინსტრუმენტების


განსაზღვრა







































5.


მონაცემთა


შეგროვება/ანალიზი





































6.


დასკვნები/მიგნებები






































7.


ინტერვენციების


დაგეგმვა






































8.


ინტერვენციების


განხორციელება



































9.


ინტერვენციების შეფასება






































10.


კვლევის ანგარიშის


მომზადება

















































კვლევის შედეგები და ანალიზი










ანკეტირების საფუძველზე გამოიკითხა 13 მოსწავლე. კვლევის შედეგების ანალიზმა აჩვენა, რომ იმ კითხვარით სადაც დავადგინე, როგორ ჰქონდათ აღქმული მოსწავლეებს ფიზიკის საგანის მნიშვნელობა გამოიკვეთა შემდეგი:


Iკითხვარი:






1.ფიზიკის სწავლა დამეხმარება ყოველდღიურ ცხოვრებაში.






საერთოდ არ ვეთანხმები 23%, არ ვეთანხმები 46%, ვეთანხხმები 23%






სრულად ვეთანხმები 7,6%.






2.ფიზიკის კარგად სწავლა იმისათვის მჭირდება, რომ არჩევანის შესაბამისად გავაგრძელო სწავლა უმაღლეს სასწავლებელში.


საერთოდ არ ვეთანხმები 46%, არ ვეთანხმები 23%, ვეთანხხმები 15 ,4%





სრულად ვეთანხმები15,4%






3. ფიზიკის სწავლა აუცილებელია ცხოვრებაში წინსვლისთვის. საერთოდ არ ვეთანხმები 46%, არ ვეთანხმები 23%, ვეთანხხმები 15,4% სრულად ვეთანხმები15,4%.


4. მნიშვნელოვანია ფიზიკა კარგად ვისწავლო.






საერთოდ არ ვეთანხმები46%, არ ვეთანხმები 23%, ვეთანხხმები 15,4% სრულად ვეთანხმები15,4%.










II კითხვარით გამოვიკვლიე მოსწავლეთა თვითშეფასება ფიზიკაში. 1. ჩვეულებრივ კარგად ვსწავლობ ფიზიკას


საერთოდ არ ვეთანხმები 7,6%, არ ვეთანხმები 61,5%, ვეთანხხმები 23%






სრულად ვეთანხმები 7,6%.






2. ფიზიკა უფრო რთულია ჩემთვის,ვიდრე ჩემი კლასელების უმეტესობისათვის. საერთოდ არ ვეთანხმები 7,6%, არ ვეთანხმები15,4%, ვეთანხხმები 61,5% სრულად ვეთანხმები15,4%.


3. ფიზიკაში ძლიერი არ ვარ.






საერთოდ არ ვეთანხმები 7,6%, არ ვეთანხმები 7,6%, ვეთანხხმები 46%






სრულად ვეთანხმები 30,7%.






4. ფიზიკის საკითხს სწრაფად ვსწავლობ






საერთოდ არ ვეთანხმები 53,8%, არ ვეთანხმები23 %, ვეთანხხმები 15,4%





სრულად ვეთანხმები 7.6%.






5. მეხერხება ფიზიკის ამოცანის ამოხსნა.






საერთოდ არ ვეთანხმები38,5%, არ ვეთანხმები 46%, ვეთანხხმები 7,6% სრულად ვეთანხმები 7,6%.


6. ჩემი ფიზიკის მასწავლებელი მეუბნება,რომ ფიზიკა მეხერხება საერთოდ არ ვეთანხმები23 %, არ ვეთანხმები 38,4%, ვეთანხხმები 23% სრულად ვეთანხმები 7,6%.


7. ჩემთვის ფიზიკა უფრო რთულია,ვიდრე ნებისმიერი სხვა საგანი საერთოდ არ ვეთანხმები 7,6%, არ ვეთანხმები 15,4%, ვეთანხხმები 61,5%, სრულად ვეთანხმები15,4%.










III კითხვარით დავადგინე იყენებდა თუ არა მოსწავლე ფიზიკის ამოცანის ამოხსნისას ამოცანის ამოხსნის ეტაპებს.


1. ფიზიკის ამოცანის პირობას ყოველთვის ვიაზრებ






საერთოდ არ ვეთანხმები 0%, არ ვეთანხმები 46%, ვეთანხხმები 46%,






სრულად ვეთანხმები 8%.






2. ყოველთვის ვწერ მოცემულობას და ვასრულებ ნახაზს






საერთოდ არ ვეთანხმები 7,6%, არ ვეთანხმები 46%, ვეთანხხმები 23%,






სრულად ვეთანხმები 23%.






3. ამოცანის ამოხსნას ვიწყებ ფიზიკური მოსაზრებებიდან.





საერთოდ არ ვეთანხმები 46% , არ ვეთანხმები 38,5%, ვეთანხხმები 7,6% სრულად ვეთანხმები 7,6%.


4. ამოცანის ამოხსნას ვიწყებ ფორმულებიდან






საერთოდ არ ვეთანხმები 15,4%, არ ვეთანხმები 53,8%,ვეთანხხმები 15,4% სრულად ვეთანხმები 15,4%.


5. არ მიჭირს რაოდენობრივი გამოთვლები






საერთოდ არ ვეთანხმები7,6%, არ ვეთანხმები 38,4%, ვეთანხხმები 46%, სრულად ვეთანხმები 7,6%.


6. ყოველთვის ვიხილავ და ვაანალიზებ შედეგებს.






საერთოდ არ ვეთანხმები 0%, არ ვეთანხმები 61,5%, ვეთანხხმები 30,4%,






სრულად ვეთანხმები 7,6%.










კვლევის ძირითადი დასკვნები


ანკეტირების შედეგად გამოვიტანე დასკვნა,რომ მოსწავლეების ინტერესი ფიზიკის სწავლის მიმართ იყო ძალინ დაბალი,ვერ ხედავდნენ ამ საგნის სწავლის საჭიროებებს. მოსწავლეთა უმრავლესობა თვლიდა,რომ ფიზიკა რთული საგანი იყო ,ძლიერი არ იყო ამ საგანში და სწრაფად ვერ სწავლობდა, ამოცანებს ვერ ხსნიდა. შევაფასე მესამე კითხვარის შედეგები , აღმოჩნდა რომ უმეტესობა ამოცანის ამოხსნის ეტაპებს არ იცავდა მეტიც, აღმოჩნდა რომ ზოგიერთი ეტაპებს ტოვებდა,მაგ ნახაზზს არ ასრულებდა


,ფიზიკურად არ იაზრებდა.ამოცანების ამოხსნას მოსწავლეების უმეტესობა იწყებდა ფორმულით,რასაც შეგეგამდე ვერ მიჰყავდა.მოსწავლეების ნაწილს უჭირდა რაოდენობრივად გამოთვლა. ნაწილი ბოლოში არ იაზრებდა მიღებულ შედეგს და ანალიზს არ აკეთებდა.ანალიზის უკეთ წარმოჩენისთვის შედეგები წარმოვადგინე დიაგრამების მეშვეობით.(დანართი4).





კვლევის მიგნებები


კვლევის მონაცემთა ანალიზიდან გამოიკვეთა რამდენიმე მიგნება:






მოსწავლეები ფიზიკის სწავლას ნაკლებ დროს უთმობენ.


მოსწავლეებს საგანი ფიზიკა საინტერესოდ არ მიაჩნიათ.


მოსწავლეები საგანს აღიქვამენ რთულად და თვითშეფასება ამ საგანში აქვთ დაბალი.


მოსწავლეები საჭირო საგნად არ თვლიან ფიზიკას.


მოსწავლეები ამოცანის ამოხსნის ეტაპებს არ იცავენ.


მოსწავლეებს ფიზიკის ამოცანის ფიზიკურად გააზრება უჭირთ.


















ინტერვენციების აღწერა


კვლევის პროცესში მიღებული ინფორმაციის და მონაცემების ანალიზის საფუძველზე შევიმუშავე სავარაუდო ინტერვენციის რამდენიმე ვარიანტი:


მრავალფეროვანი გაკვეთილები: პროექტით სწავლება ,გაჩერებებით სწავლება, ფიზიკის სწავლება ,,სამეცნიერო მეთოდებით“.


მოსწავლეთა ურთიერთსწავლების პრაქტიკის დანერგვა ე.წ,,help desk”.


გაკვეთილებზე დასწრება-ურთიერთთანამშრომლობა მასწავლებლებს შორის, ერთმანეთისათვის გამოცდილების გაზიარება.


კონსტრუქტივისტული გაკვეთილების დაგეგმვა(ამით მოსწავლეებს ეძლევათ საშუალება ძველი და ახალი ცოდნის შედარების მეშვეობით ახალი ინფორმაციის შეგროვება, დასკვნების დამოუკიდებლად გამოტანა,დამოუკიდებლად აზროვნება,ცოდნის კონსტრუირება-შენება,,ხარაჩოს მეთოდი“)


მოსწავლეთა თვითშეფასება (ფერადი ბარათები,გასასვლელი ბარათები, ქვიზები).


შემაჯამებელის პრე და პოსტ სამუშაოები, შესაბამისი წერილობითი უკუკავშირით.


მოსწავლეთა თანამონაწილეობით შეფასების რუბრიკების შედგენა.


ფიზიკის წრის ჩამოყალიბება.





ინტერვენციების დაგეგმვის შემდეგ მეორე სემესტრიდან დავიწყე ინტერვენციების განხორციელება


მე-8 კლასში ჩავატარე გაკვეთილები მეთოდით ,,სასწავლო გაჩერებებით სწავლება“, სადაც მოსწავლე მასწავლებლის ჩარევის გარეშე სწავლობს ახალ მასალას ძველზე დაშენებით.გაკვეთილებზე გამოვიყენე ასევე სამეცნიერო მეთოდი ,,ვირტუალური ლაბორატორია“.ასეთი გაკვეთილების ჩატარების შემდეგ შედეგი ნამდვილად იყო .ამ მეთოდებით გაკვეთილების ჩატარებამ მიჩვენა რომ მოსწავლეებისათვის საგანი ფიზიკა საინტერესო გახდა.


ინტერვენციის მეორე ეტაპზე დავესწარი მათემატიკის მასწავლებელს გაკვეთილზე,მაინტერესებდა რამდენად ართმევდნენ თავს მე-8 კლასის მოსწავლეები მათემატიკურ გარდაქმნებს.დასწრების დროს დავაკვირდი მოსწავლეებს, ჩავინიშნე რა ეტაპები უჭირდათ მოსწავლეებს მათემატიკური ამოცანების ამოხსნისას,აღმოჩნდა რომ ფიზიკის და მათემატიკის ამოცანების ამოხსნისას მოსწავლეებს უჭირდათ მათემატიკური გარდაქმნები ,თუმცა რაოდენობრივი მათემატიკურ გამოთვლებს თავს ართმევდნენ. დასწრების შემდეგ მე და მათემატიკის მასწავლებელმა ერთად განვიხილეთ პრობლემა და დავსახეთ ამოცანები,რომ მოსწავლეებისათვის რაოდენობრივი ამოცანები საწყის ეტაპზე მიგვეცა მარტივი,საშინაო დავალების სიდიდე შეგვემცირებინა,ინსტრუქცია ამოცანების ამოხსნის ეტაპებისა ხშირად შეგვეხსენებინა,ან გამოგვეკრა კლასში თვალსაჩინო ადგილზე.


საინტერესო და შედეგიანი აღმოჩნდა მოსწავლეთა ურთიერთსწავლების პრაქტიკის დანერგვა.ძლიერი მოსწავლე ეხმარებოდა სუსტს.მოსწავლეების უმრავლესობას ეს მეთოდი მოეწონა და კარგადაც გაართვეს თავი ,შედეგი მომდევნო გაკვეთილზე უკვე იგრძნობოდა, თუმცა აქ იყო პრობლემაც,ზოგიერთი მოსწავლე თავის თანატოლის შესაძლებლობებში ბოლომდე დარწმუნებული არ იყო და აქ ჩემი ჩარევა გახდა საჭირო ასეთ მოსწავლესთან დამატებით მე ვიმუშავე.


შედეგიანი იყო ასევე მოსწავლეთა თვითშეფასების დროს გამოყენება გასასვლელი ბარათების და ფერადი ბარათების. გასასვლელ ბარათებს ვიყენებდი გაკვეთილის





ბოლოს, მოსწავლეები მაწვდიდნენ ინფორმაციას რა გაიგეს კარგად და რა დარჩათ ბუნდოვანი ,ამ შედეგებზე ვგეგმავდი მომდევნო გაკვეთილს.კარგად იმუშავა ასევე ფერადმა ბარათებმა, განსაკუთრებით თემის დასრულების დროს მოსწავლეები მაცნობდნენ თემიდან რა იცოდნენ კარგად და რა არა. ამ მეთოდით გაუმჯობესდა შედეგი შემაჯამებელში.(დანართი 2).


გაკვეთილებზე დავალებების დასრულების შემდეგ მოსწავლეებს ვაძლევდი წერილობითი უკუკავშირს, დავალების ბოლოს უწერდი რა გამოსდიოდა კარგად და რა საჭიროებდა დამატებით მეცადინეობას , ვფიქრობ ამ მეთოდმაც კარგად იმუშავა მოსწავლეებს თვითშეფასების უნარი უფრო მეტად განუვითარდათ.


თუმცა მოსწავლეებს შევთავაზე ერთად შეგვექმნა ფიზიკის ამოცანების ამოხსნის შეფასების რუბრიკები, აქ მოსწავლეების უმეტესობამ უარი განაცხადა მონაწილეობის მიღებაზე,თქვეს რომ ენდობოდნენ ჩემ მიერ შედგენილ შეფასების რუბრიკას.


დაგეგმილი მქონდა კიდევ ერთი ინტერვენცია უნდა ჩამომეყალიბებინა ,,ფიზიკის წრე“,თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ინტერვენციები განვახორციელე მეორე სემესტრში, ამ სასწავლო წელს ვერ მოვახერხე ამ ინტერვენციის განხორციელება. ამიტომ მისი განხორციელება მომავალ სასწავლო წლისათვის გადავდე.






ინტერვენციების შეფასება


ვფიქრობ დაგეგმილმა და განხორციელებულმა ინტერვენციებმა გაამართლა,შედეგი იყო.გაიზარდა თვითშეფასება მე-8 კლასის მოსწავლეების, უფრო აქტიურები გახდნენ, საინტერესო გახდა მათთვის ფიზიკა.იყენებდნენ უკვე სხვა დამატებით რესურსებს გაკვეთილების მომზადებისას, გაკვეთილებზე მათი ჩართულობაც გაიზარდა და რაც მთავარია სწავლის შედეგები უკეთესი აჩვენეს. უკეთესი შედეგები ჰქონდათ შემაჯამებლებშიც და გამოცდაშიც.


ინტერვენციების ჩატარების შემდეგ კვლავ გავაკეთე მოსწავლეთა გამოკითხვა მეორადი გამოკითხვის შედეგები შემდეგია:





1.ფიზიკის სწავლა დამეხმარება ყოველდღიურ ცხოვრებაში.






საერთოდ არ ვეთანხმები 7,6% არ ვეთანხმები 23% ვეთანხხმები 46%






სრულად ვეთანხმები 23%






2. მნიშვნელოვანია ფიზიკა კარგად ვისწავლო






საერთოდ არ ვეთანხმები 23% არ ვეთანხმები 15,4%, ვეთანხხმები 30,7%,






სრულად ვეთანხმები 30,7%.






3. ჩვეულებრივ კარგად ვსწავლობ ფიზიკას






საერთოდ არ ვეთანხმები 7,6% არ ვეთანხმები 23% ვეთანხხმები 53,8%






სრულად ვეთანხმები 15,4%






4. ფიზიკა უფრო რთულია ჩემთვის,ვიდრე ნებისმიერი სხვა საგანი. საერთოდ არ ვეთანხმები 15,4% არ ვეთანხმები 30,7%, ვეთანხხმები 46%


სრულად ვეთანხმები 7,6%. 5. ფიზიკაში ძლიერი არ ვარ.


საერთოდ არ ვეთანხმები 15,4% არ ვეთანხმები 4,6% ვეთანხხმები 23%






სრულად ვეთანხმები 15,4%






6. ფიზიკის საკითხს სწრაფად ვსწავლობ.






საერთოდ არ ვეთანხმები 7,6%, არ ვეთანხმები 23% ,ვეთანხხმები 54%,






სრულად ვეთანხმები 15,4%






7. მეხერხება ფიზიკის ამოცანის ამოხსნა






საერთოდ არ ვეთანხმები 15,4% არ ვეთანხმები 38,5%ვეთანხხმები 30,7%





სრულად ვეთანხმები 15,4%






8. ჩემი ფიზიკის მასწავლებელი მეუბნება,რომ ფიზიკა მეხერხება.






საერთოდ არ ვეთანხმები 7,6% არ ვეთანხმები 15,4%, ვეთანხხმები 30,7%






სრულად ვეთანხმები 15,4%.






9. ჩემთვის ფიზიკა უფრო რთულია,ვიდრე ნებისმიერი სხვა საგანი






საერთოდ არ ვეთანხმები 15,4% არ ვეთანხმები 30,7%, ვეთანხხმები 46%






სრულად ვეთანხმები 7,6%,






10. ყოველთვის ვიცავ ფიზიკის ამოცანის ამოხსნის ეტაპებს.






საერთოდ არ ვეთანხმები 7,6%, არ ვეთანხმები 23%, ვეთანხხმები 53,8%,






სრულად ვეთანხმები 15,4%.






მეორადი მონაცემების ანალიზი დიაგრამის სახით იხ.დანართი 5.






რეკომენდაციები


ინტერვენციების შედეგების ანალიზის საფუძველზე, სხვა პედაგოგებთან ერთად შევიმუშავეთ რეკომენდაციები, როგორც საკუთარი ასევე კოლეგების პედაგოგიური პრაქტიკის გასაუმჯობესებლად, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სკოლაში თანამშრომლობას, სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლებას და შესაბამისად მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესებას.


რეკომენდაციები:






პედაგოგებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება,გამოცდილებისა და ინფორმაციის გაცვლის მიზნით.


სწავლების პროცესში მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინება(მაგ. მივცეთ საშუალება აირჩიონ შემაჯამებელი დავალების ტიპი:პროექტი, ესე, ტესტი).





კიდევ უფრო მრავალფეროვანი გავხადოთ გაკვეთილები,ამით ინტერესს გავუზრდით მოსწავლეებს.


შეფასების რუბრიკების შექმნა მოსწავლეებთან ერთად.


თანამშრომლობის გაღრმავება მოსწავლეებს შორის (შემუშავდეს გრაფიკი მე-8 კლასის მოსწავლეებს შორის რეგულარული სამუშო შეხვედრების,საჭირო შემთხვევაში ამ შეხვედრებზე პედაგოგის დასწრება).


დიფერენცირებული დავალებები მივაწოდოთ მოსწავლეებს, ვასწავლოთ მარტივიდან - რთულისაკენ.






დასკვნა










ქ.ვალის N 2 საჯარო სკოლაში განვახორციელე პაქტიკული კვლევა. კვლევა მოიცავდა ფიზიკის ამოცანების ამოხსნის სიძნელეებთან დაკავშირებულ


პრობლემას და მისი უნარ-ჩვევების განვითარებას).


სამიზნე ჯგუფი მყავდა მე-8 კლასის მოსწავლეები, მშობლები. კვლევისას გამოვიყენე რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევის მეთოდები.


კვლევის შედეგად დავადგინე,რომ მე-8 კლასში ფიზიკის ამოცანების ამოხსნასთან დაკავშირებული პრობლემა გამოწვეული იყო:


მოსწავლეთა დაბალი თვითშეფასებით ფიზიკაში.


მოსწავლეთა ფიზიკის საგნის საჭიროების დაბალი შეფასებით.


ფიზიკური ამოცანების ამოხსნის ეტაპებისა და მეთოდების ნაკლებად გამოყენებით.






აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად გადაიდგა გარკვეული ნაბიჯები . მიღებული შედეგებიდან დავგეგმე და განვახორციელე ინტერვენციები,შევიმუშავე რეკომენდაციები,რომლებიც კოლეგებს გავაცანი და გავუზიარე.ინტერვენციების შედეგების ანალიზის საშუალებით შემიძლია ვთქვა,რომ ჩემ მიერ დაგეგმილი და განხორციელებული ინტერვენციები შედეგიანი იყო. ვფიქრობ სამომავლოდ კვლევა უნდა გავაგრძელო მოსწავლეთა ჩართულობის გაუმჯობესების გზების ძიებაზე ფიზიკის


გაკვეთლიზე.





ბიბლიოგრაფია


1. ბოჭორიშვილი.მ, ინასარიძე.მ პრაქტიკული გზამკვლევი სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარება. მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2014წ


2. განვითარებისა და სწავლის თეორიები .მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი 2008


3. ეროვნული სასწავლო გეგემებისა და შეფასების ცენტრის კვლევები 2008წ.


4. ეფექტური სწავლება სკოლაში: 103


5. ლობჟანიძე.ს როგორ წავმართო პედაგოგიური კვლევები 3 მაისი 2012 წ


http://mastsavlebeli.ge/?p=281


6. ტრენინგის მასალა - მასწავლებელთა პროფესიული განვითრების ცენტრი ,2017წ.


7. ტრენინგის მასალები - მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2016 წ.


8. ხაზარაძე.თ ფიზიკის ამოცანების ამოხსნის მეთოდიკა. თბილისის უნივერსიტეტის


გამომცემლობა 2003 წ.


9. ხაზარაძე.ო პედაგოგიური და მეთოდური შრომები. ინტელექტი 2004წ.





დანართი 1










კითხვარი მე-8 კლასის მშობლებისათვის














1. ფიზიკის სწავლას განსაკუთრებული ნიჭი სჭირდება?






2. ყველას შეუძლია ფიზიკის სწავლა?






3. გოგონებს უფრო უჭირთ ფიზიკის სწავლა, თუ ბიჭებს?






4. ბიჭებს უფრო სჭირდებათ ფიზიკის სწავლა, თუ გოგონებს?






5. ფიზიკის სწავლაში ხშირად ეხმარებით შვილებს.?






6. დიდხანს მეცადინეობენ თქვენი შვილები ფიზიკას?






7.დამტებით რესურსებს თუ იყენებენ სწავლისას (ინტერნეტი, სხვა დამხმარე სახელმძღვანელოები და ა.შ) ?





დანართი 2






გასასვლელი ბილეთები თარიღი:


















დღევანდელი გაკვეთილიდან:














დაწერეთ ორი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი,რაც დღეს გაიგეთ. რატომ არის ეს საკითხი ყველაზე მნიშვნელოვანი?






















რა ვისწავლე დღეს?










როგორ გამოვიყენებ ამ ცოდნას ყოველდღიურ ცხოვრებაში?


















რომელი საკითხი დარჩა ჩემთვის ბუნდოვანი და რატომ?





დანართი 3






კითხვარი მე-8 კლასის მოსწავლეებისათვის მოგესალმებით!


სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის ქ.ვალის #2 საჯარო სკილის პედაგოგი მაია თელიაშვილი ვატარებ საკუთარ პედაგოგიური პრაქტიკის კვლევას ,,ფიზიკის ამოცანების ამოხსნის უნარ- ჩვევების გაუმჯობესების გზები მე-8 კლასში“.თქვენი როგორც მოსწავლის მონაწილეობა მნიშვნელოვანია აღნიშნული პროექტის წარმატებისათვის. თქვენგან მიღებული ინფორმაცია ანონიმურია.გთხოვთ გულწრფელად უპასუხოთ შეკითხვებს:










I კითხვარი:






1. ფიზიკის სწავლა დამეხმარება ყოველდღიურ ცხოვრებაში






საერთოდ არ ვეთანხმები არ ვეთანხმები ვეთანხხმები სრულად ვეთანხმები


2. ფიზიკის კარგად სწავლა იმისათვის მჭირდება,რომ არჩევანის შესაბამისად გავაგრძელო სწავლა უმაღლეს სასწავლებელში.


საერთოდ არ ვეთანხმები არ ვეთანხმები ვეთანხხმები სრულად ვეთანხმები


3. ფიზიკის სწავლა აუცილებელია ცხოვრებაში წინსვლისთვის.






საერთოდ არ ვეთანხმები არ ვეთანხმები ვეთანხხმები სრულად ვეთანხმები


4. მნიშვნელოვანია ფიზიკა კარგად ვისწავლო






საერთოდ არ ვეთანხმები არ ვეთანხმები ვეთანხხმები სრულად ვეთანხმები





II კითხვარი:






1. ჩვეულებრივ კარგად ვსწავლობ ფიზიკას.






საერთოდ არ ვეთანხმები არ ვეთანხმები ვეთანხხმები სრულად ვეთანხმები


2. ფიზიკა უფრო რთულია ჩემთვის,ვიდრე ჩემი კლასელების უმეტესობისათვის. საერთოდ არ ვეთანხმები არ ვეთანხმები ვეთანხხმები სრულად ვეთანხმები


3. ფიზიკაში ძლიერი არ ვარ.






საერთოდ არ ვეთანხმები არ ვეთანხმები ვეთანხხმები სრულად ვეთანხმები


4. ფიზიკის საკითხს სწრაფად ვსწავლობ.






საერთოდ არ ვეთანხმები არ ვეთანხმები ვეთანხხმები სრულად ვეთანხმები


5. მეხერხება ფიზიკის ამოცანის ამოხსნა.






საერთოდ არ ვეთანხმები არ ვეთანხმები ვეთანხხმები სრულად ვეთანხმები


6. ჩემი ფიზიკის მასწავლებელი მეუბნება,რომ ფიზიკა მეხერხება.






საერთოდ არ ვეთანხმები არ ვეთანხმები ვეთანხხმები სრულად ვეთანხმები


7. ჩემთვის ფიზიკა უფრო რთულია,ვიდრე ნებისმიერი სხვა საგანი.






საერთოდ არ ვეთანხმები არ ვეთანხმები ვეთანხხმები სრულად ვეთანხმები





III კითხვარი:






1. ფიზიკის ამოცანის პირობას ყოველთვის ვიაზრებ.






საერთოდ არ ვეთანხმები არ ვეთანხმები ვეთანხხმები სრულად ვეთანხმები


2. ყოველთვის ვწერ მოცემულობას და ვასრულებ ნახაზს.






საერთოდ არ ვეთანხმები არ ვეთანხმები ვეთანხხმები სრულად ვეთანხმები


3. ამოცანის ამოხსნას ვიწყებ ფიზიკური მოსაზრებებიდან.






საერთოდ არ ვეთანხმები არ ვეთანხმები ვეთანხხმები სრულად ვეთანხმები


4. ამოცანის ამოხსნას ვიწყებ ფორმულებიდან.






საერთოდ არ ვეთანხმები არ ვეთანხმები ვეთანხხმები სრულად ვეთანხმები


5. არ მიჭირს რაოდენობრივი გამოთვლები.






საერთოდ არ ვეთანხმები არ ვეთანხმები ვეთანხხმები სრულად ვეთანხმები


6. ყოველთვის ვიხილავ და ვაანალიზებ შედეგებს.






საერთოდ არ ვეთანხმები არ ვეთანხმები ვეთანხხმები სრულად ვეთანხმები





დანართი 4




























დანართი 5






კითხვარი ინტერვენციის შემდეგ:






1. ფიზიკის სწავლა დამეხმარება ყოველდღიურ ცხოვრებაში.






საერთოდ არ ვეთანხმები არ ვეთანხმები ვეთანხხმები სრულად ვეთანხმები


2. მნიშვნელოვანია ფიზიკა კარგად ვისწავლო.






საერთოდ არ ვეთანხმები არ ვეთანხმები ვეთანხხმები სრულად ვეთანხმები


3. ჩვეულებრივ კარგად ვსწავლობ ფიზიკას.






საერთოდ არ ვეთანხმები არ ვეთანხმები ვეთანხხმები სრულად ვეთანხმები


4. ფიზიკა უფრო რთულია ჩემთვის,ვიდრე ჩემი კლასელების უმეტესობისათვის. საერთოდ არ ვეთანხმები არ ვეთანხმები ვეთანხხმები სრულად ვეთანხმები


5. ფიზიკაში ძლიერი არ ვარ.






საერთოდ არ ვეთანხმები არ ვეთანხმები ვეთანხხმები სრულად ვეთანხმები


6. ფიზიკის საკითხს სწრაფად ვსწავლობ.






საერთოდ არ ვეთანხმები არ ვეთანხმები ვეთანხხმები სრულად ვეთანხმები


7. მეხერხება ფიზიკის ამოცანის ამოხსნა.






საერთოდ არ ვეთანხმები არ ვეთანხმები ვეთანხხმები სრულად ვეთანხმები


8. ჩემი ფიზიკის მასწავლებელი მეუბნება,რომ ფიზიკა მეხერხება.





საერთოდ არ ვეთანხმები არ ვეთანხმები ვეთანხხმები სრულად ვეთანხმები


9. ჩემთვის ფიზიკა უფრო რთულია,ვიდრე ნებისმიერი სხვა საგანი.






საერთოდ არ ვეთანხმები არ ვეთანხმები ვეთანხხმები სრულად ვეთანხმები


10. ყოველთვის ვიცავ ფიზიკის ამოცანის ამოხსნის ეტაპებს.






საერთოდ არ ვეთანხმები არ ვეთანხმები ვეთანხხმები სრულად ვეთანხმები

















































































რეფლექსია










სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის ქ.ვალის N 2 საჯარო სკოლის მე-8 კლასში ჩავატარე პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა, რომლის ხანგრძლივობა მოიცავდა 01.10.2018წ- დან 30.05.2019-მდე პერიოდს.


სასწავლო პროცესზე დაკვირვებამ ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამოკვეთა პრობლემა, რომ მე-8 კლასის მოსწავლეებს უჭირთ ფიზიკის ამოცანების ამოხსნა. განსაკუთრებით ეს პრობლემა თავს იჩენდა ტესტური, შემაჯამებელი დავალებების დროს,ასევე გამოცდების შედეგების დროს.ამიტომ გადავწყვიტე გამომეკვლია მიზეზები ამ პრობლემის და დამესახა ამოცანების ამოხსნის უნარ-ჩვევების განვითარების გზები(ინტერვენციები).






ჩემი პედაგოგიური კვლევის მიგნებები და რეკომენდაციები გავუზიარე კოლეგებს,მათთვის ეს თემა აღმოჩნდა საინტერესო და აქტუალური.ვფიქრობ ჩემი კვლევის გაზიარება კოლეგებთან დაეხმარება მათ თვითონ წარმართონ მსგავსი კვლევები საკუთარი პრაქტიკის გაუმჯობესებისათვის.


კვლევის პრობლემის შესწავლისა და ანალიზის შემდეგ დაგეგმილმა ინტერვენციებმა მოსწავლეებს აუმაღლა თვითშეფასება,უფრო თავდაჯერებულები გახდნენ საკუთარ თავში, ისინი ვფიქრობ შეძლებენ სამომავლო მიზნების მარტივად და დამოუკიდებლად გადაწყვეტას. მოსწავლეებმა კვლევის დასრულების ბოლოს შემაჯამებელის წერისას, აჩვენეს რომ სწავლის შედეგი გააუმჯობესეს.კვლევა წარვადგინე საბუნებისმეტყველო კათედრაზე, სადაც მოწვეული იყო მე-8 კლასის მათემატიკის მასწავლებელიც.კვლევის ანგარიშის წარდგენის შემდეგ საინტერესო იყო კოლეგების უკუკავშირი,თუმცა კვლევის საწყის ეტაპზე მქონდა შეხვედრა მათემატიკის,ქიმიის პედაგოგებთან კვლევის შედეგები მათთვის უფრო საინტერსო აღმოჩნდა,ზოგიერთმა მიგნებამ ისინი დააინტერესა კიდეც.


კოლეგებისაგან მივიღე პოზიტიური და დროული უკუკავშირი.ზოგმა მათგანმა წერილობითაც გამიზიარა.


კოლეგების უკუკავშირი:






ქიმიის პედაგოგი:,, გავეცანი ფიზიკის პედაგოგის კვლევის ანგარიშს,ვფიქრობ პრობლემა საყურადღებოა, რადგან მსგავსი პრობლემა მაქვს ქიმიის სწავლების დროსაც. გავითვალისწინებ კვლევაში მოცემულ რეკომენდაციებს ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკაში“.





ბიოლოგიის პედაგოგი: ,, საკვლევი საკითხი სწორედ არის შერჩეული,მასწავლებლებმა პირველ რიგში უნდა გამოვკვეთოთ პრობლემის მიზანი.შემდეგ გავითვალისწინოთ მოსწავლეების ინტერესები და სწორედ დავგეგმოთ აქტივობები“.


მათემატიკის პედაგოგი: ,,პრაქტიკული კვლევის თემატიკა საინტერესო და აქტუალურია,კვლევის მიგნებები საინტერსო. აუცილებლად ვიხელმძღვანელებ და გავითვალისწინებ რეკომენდაციებს“.


კოლეგებმა გამოთქვეს სურვილი,რომ კიდევ უფრო მეტად ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებისათვის და გაკვეთილების გამრავალფეროვნებისათვის ჩავატაროთ ინტეგრირებული გაკვეთილები, გაკვეთილები ხშირად დავგეგმოთ ერთად.ვეთანხმები მათ აზრს და მომავალში მათთან ერთად კვლავ გავაგრძელებ ამ საკითხზე მუშაობას.


კვლევის მიგნებები და რეკომენდაციები ჩემთვისაც საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდა. მიგნებებზე კიდევ უფრო მეტად გავამახვილებ ყურადღებას და რეკომენდაციებს გავითვალისწინებ. აუცილებლად გავითვალისწინებ კოლეგების მოსაზრებებსა და რჩევებსაც და დავნერგავ ჩემს სასკოლო პრაქტიკაში.

Comments